20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"არანაირი გამართლება არ აქვს, როდესაც მოქალაქეს სპეცრაზმი შუბლში ტყვიას ესვრის"- ნინო გოგუაძე

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია არასაპარლამენტო ოპოზიციამ შეაფასა. ისინი ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ. ოპოზიციის წევრების შეფასებით, თუ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება მოხდა, მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

„საქართველო ხეობებად არ იყოფა. პანკისი საქართველოა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, საქართველოს საზოგადოებას აუხსნას თუ რა მოხდა პანკისში. არანაირი გამართლება არ აქვს, როდესაც საკუთარ მოქალაქეს სპეცრაზმი შუბლში ტყვიას ესვრის და მას სასიკვდილოდ იმეტებს. ყველამ ერთად უნდა ვაიძულოთ ხელისუფლებას რომ ახლა მაინც არ დაიწყოს დანაშაულის დაფარვა და თუ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი.“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ.

ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პანკისში დაკავებულების ოჯახის წევრებს და საზოგადოებას სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ჩეჩნებისა და ქართველების ისტორიას აქვს თავისი ძალიან განსაკუთრებული დელიკატური მომენტები. მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურად ჩვენ ყოველთვის ვიყავით სხვადასხვა მხარეს ჩვენს ერს შორის არ მომხდარა არაფერი, რაც ამ ყველაფერს ჩრდილს მიაყენებდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული სპეცრაზმელები ან თავიანთი სისულელის გამო ან გარედან მიღებული დავალების გამო, ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს კონფლიქტი დაიწყონ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ გამოიჩინოს გონიერება, თორემ ქართველ ხალხს არ მოუწევს ამ ყველაფრისთვის პასუხისგება, გომელაურს და ივანიშვილს მოუწევთ თავიანთი თავით პასუხის გება,“- განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები