21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"თუ ჩვენ მათ ყოველ კავშირზე გავალთ, შეიძლება მოგვიწიოს ათასობით ადამიანის დაკავება"-მარიამ კუბლაშვილი ჩატაევის დაჯგუფებაზე საუბრობს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილის სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ადვოკატის ინფორმაციით  ტერორისტული დაჯგუფების წევრები, საქართველოში ტურისტების სტატუსით ჩამოვიდნენ. ისინი ხშირად ჩადიოდნენ პანკისში და გამორიცხული არ არის, რომ დაკავებულების გარდა, კიდევ ბევრ სხვა ადგილობრივსაც იცნობდნენ.

მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ეს საქმის მასალებიდანაც ფიქსირდება და გარდა ამისა მას აქვს სხვა წყაროდანაც ინფორმაცია.

„ჩვეულებრივად დადიოდნენ მეჩეთში, ლოცულობდნენ და ა.შ. ეს არის ზოგადი ინფორმაცია. აი ეს ამ ადამიანებს ვინ იცნობდნენ, ვის ესალმებოდნენ, ვისთან ერთად ლოცულობდნენ, ვისთან ერთად გადაადგილდებოდნენ, აი ამ კუთხით მოხდა უკვე გამოძიების დაწყება. ისინი ჩამოსულები იყვნენ და ცხოვრობდნენ საქართველოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ისინი შემხებლობაში იქნებოდნენ ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან. არა მხოლოდ ახალგზარდასთან, პანკისის მკვიდრთანაც, ქართველებთანაც. ვინაიდან ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ. თუ ჩვენ მათ ყოველ კავშირზე გავალთ რამდენ ადამიანთან ჰქონდათ მათ სატელეფონო საუბარი ან რამდენ ადამიანს სთხოვეს მათ მისვლა და თვითდანუნებურად ამ ადამიანებმა გაუწიეს დახმარება, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რომ ესენი იყვნენ ტერორისტები, მაშინ შეიძლება რომ მოგვიწიოს ათასობით ადამიანის დაკავება,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

დღის ამბები