21 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ლარნაკაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა შორის ორსული ქალიც არის, Wizz Air-ს და ლარნაკას აეროპორტს უჩივლებენ

ლარნაკაში ჩარჩენილი კომპანია Wizz Air-ის მგზავრები, რომლებმაც 35 საათზე მეტი აეროპორტში გაატარეს, სასტუმროში გადავიდნენ.  

ლარნაკაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ აეროპორტში მათ რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდათ და ბორტზე ასვლას აპირებდნენ, როცა ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და wizz Air-ს შორის კომუნიკაცია გაწყდა და თვითმფრინავიც მათ გარეშე გაფრინდა. 9 მგზავრს შორის ერთი ფეხმძიმეა.

საქართველოს 9 მოქალაქე ჰყვება, რომ აეროპორტის პერსონალი მათ აგრესიულად ექცეოდა, კომპანიისგან კი არანაირი ყურადღება არ მიუღიათ.

აეროპორტში ჩარჩენილ მგზავრებს საკონსულოს წარმომადგენელი მხოლოდ მას შემდეგ შეხვდა, რაც „კურიერი“ მათი პრობლემით დაინტერესდა. დიპლომატმა ახალგაზრდებს სასტუმროში გადასვლა და ნომრების საკუთარი ხარჯებით აღება შესთავაზა. "კურიერისგან" გაიგო ინფორმაცია Wizz Air-ის სათაო ოფისმაც.

მოგვიანებით კომპანია Wizz Air-მა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მგზავრებს ბილეთების გადაჯავშნა შესთავაზა. ამავე განცხადებაში კომპანიამ მომხდარში თავად მგზავრები დაადანაშაულა, რომლებმაც კომპანიის ინფორმაციით აეროპორტში მისვლა დააგვიანეს.

მგზავრები Wizz Air-ს და ლარნაკას აეროპორტის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ. ამბობენ, რომ ისინი საკუთარი ხარჯებით შეიძენენ ბილეთებს და საქართველოში დაბრუნდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები