21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდომლობა თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო სხდომა სამ საათს გაგრძელდა.

ოპოზიციური პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი უკრაინის საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომელმაც მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მისანიჭებლად დოკუმენტაციის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სააკაშვილისთვის თავშესაფრის მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართეს, რაც დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაგუნდელები აცხადებენ, რომ სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ მიიღო და ის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკარნახათ.

იურისტი, ევგენი ლუკიანცევი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის უფლებადამცველები გაასაჩივრებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია, მან სასამართლო დარბაზი ნახევარი საათით ადრე დატოვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის აღნიშნულ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

დღეს უკრაინაში სააკაშვილის საქმეებზე ორი სასამართლო პროცესი გაიმართა. პირველი, სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, რომლითაც პროკურატურა სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვდა, თუმცა, საქმის განხილვა, 11 იანვრამდე გადაიდო.

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

დღის ამბები