პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, თუმცა დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის უკვე ემზადება და ხარჯებსაც ითვლის. ცნობილია, რომ ცერემონია ათობით მილიონი გირვანქა დაჯდება, თუმცა სოლიდურ შემოსავლებსაც ელიან. ექსპერტების გათვლით შესაძლოა ბრიტანეთის ხაზინა სამეფო ქორწილმა 500 მილიონი გირვანქით შეავსოს.