11 ოქტომბერი 2024,   22:40
ვრცლად
"მდგომარეობა არის უმძიმესი" - თემირლან მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოინახულა 

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა მოინახულა. ნიკოლეიშვილი საქმეში ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო. მისი განცხადებით, დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მაია ნიკოლეიშვილს აინტერესებდა დაზიანებების ხარისხი, ტყვიის მიმართულება და სხეულზე სხვა დაზიანებების არსებობა. ექსპერტი სამედიცინო დოკუმენტაციასაც გაეცნო.

„დაზიანება მძიმეა, სიმძიმის ხარისხი ახლავე შეგვიძლია ვთქვათ. ცეცხლნასროლი დაზიანებაა თავის მიმართულებებით და მდგომარეობა დღეს არის უმძიმესი. როგორც ექსპერტს, მე მაინტერესებდა მიმართულებები, შემოწმება გავაკეთე, ხომ არ იყო სხეულზე რაიმე დაზიანება, მაგრამ სხეულზე აბსოლუტურად არანაირი დაზიანება არ არის,“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები