იორდანიის დედაქალაქში არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
სხდომას, არაბული ლიგის გენერალურ მდივანთან ერთად, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, მაროკოს, გაერთიანებული საემიროების, იორდანიისა და პალესტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესწრებიან.
ლიდერები დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას განიხილავენ.
რეგულარული შეხვედრების გამართვაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით არაბული ლიგის წევრები დეკემბერში ჩატარებულ საგანგებო სხდომაზე შეთანხმდნენ.