ექიმებსა და იაშვილის კლინიკის მენეჯმენტს შორის დავამ, შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლებს. ექიმები საკუთრი უფლებების დასაცავად კლინიკის მენეჯმენტის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. გათავისუფლებული მედ პერსონალის აზრით მათი, სამსახურიდან გაშვება კანონის დარღვევით მოხდა და თანამდებობები სამედიცინო ცენტრის მხრიდან ზეწოლის შემდეგ დატოვეს. გათავისუფლებული ექიმებისთვის კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაუგებარი და არაკანონიერია.
იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციისგან პასუხებს ითხოვენ. მათ დღეს იაშვილის კლინიკაში უპასუხეს. სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი ფინანსურ კრიზის უარყოფს და განმარტავს, რომ 87 თანამშრომელი რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა. ივანე ჩხაიძე ამტკიცებს, რომ თითოეულ მათგანთან მენეჯმენტს კომუნიკაცია ჰქონდა და კლინიკას საქართველოს შრომის კოდექსი არ დაურღვევია.
გათავისუფლებული მედ პერსონალის უფლებადამცველს კითხვები ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთანაც აქვს. დღის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ იაშვილის კლინიკის გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ განცხადება გაავრცელა და ექიმებს სასამართლოსთვის მიმართვა ურჩია.