21 დეკემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"ენმ"-ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართავს. როგორც დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, აჭარის მთავრობიდან 2016-2017 წლებში ბიუჯეტიდან გახარჯული წარმომადგენლობით ხარჯებზე სრულყოფილ ინფორმაცია ვერ მიიღო.

ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება, ვინაიდან, მისი განმარტებით, აჭარის მთავრობა ინფორმაციას მიზანმიმართულად მალავს. 

მოთხოვნას უკვე უპასუხეს აჭარის მთავრობაში. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის თქმით, მათ ყველა ის ინფორმაცია გასცეს, რაც მოთხოვნილი იყო განცხადებაში.

დაზუსტების მიზნით კი, ასმათ დიასამიძეს არ მიუმართავს და დამატებითი ინფორმაციისთვის მას შეეძლო მარტივად განცხადების შეტანა.

დღის ამბები