18 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
დედაქალაქის გენგეგმა - "სითი ინსტიტუტი" თბილისის მერს პასუხს დღის ბოლომდე შეატყობინებს 

დედაქალაქის მერის განცხადებას "სითი ინსტიტუტი" პასუხობს. "სითი ინსტიტუტი საქართველოს” გენერალური დირექტორი და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად, 5 საათისთვის შეიკრიბებიან და მერიას საბოლოო პასუხს 6 საათამდე შეატყობინებენ.

„ზონირების საკითხებზე, რომელიც ბუნებრივია, რომ გარკვეულწილად რადიკალური ძალით ჩვენთან საჯარო ინტერესები არის გათვალისწინებული. არა ერთხელ განგვიცხადებია ეს ყველაფერი. საჯარო სივრცეები, ლანდშაფტური ტერიტორიების დაცვა, შეზღუდვები - აქედან გამომდინარე არის საკითხები რაზეც მერია, დამკვეთი სთხოვს უფრო მეტ დასაბუთებას, რომ მას მყარი პოზიციები ჰქონდეს. გასაგებია, რომ ეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება კერძო ინტერესებთან დაკავშირებით იყოს შემხებლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივად მიგვაჩნია ის ინტერესი, რომელიც მათ აქვთ,“ - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

თბილისის გენერალური გეგმით დედაქალაქის მერი უკმაყოფილოა. კახი კალაძის თქმით, დოკუმენტის საბოლოო, კორექტირებული ვერსია მერიაში ჯერაც არ შესულა. კალაძემ დღის ბოლომდე მისცა ვადა "სითი ინსტიტუტს", რათა მათ წარმოადგინონ გონივრული გეგმა, თუ როდის ჩააბარებენ საბოლოო დოკუმენტს დამკვეთს.

დღის ამბები