20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონი პლენარულ სხდომაზე არ გავა - აკაკი ზოიძე

მეცნიერებათა აკადემიაში სასულიერო პირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ავტორები განხილვების შეჩერება-არშეჩერებაზე მედიასთან განცხადებებს პირდაპირ არ აკეთებდნენ. მათი თქმით, მსჯელობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში კონსესუსი იქნება მიღწეული.

საპატრიარქოს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვების შეჩერდეს, მმართველ პარტიაში აზრი ორადა გაყოფილი.

„სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება ეს კანონი პლენარულ სხდომაზე არ გავა. როგორც ხედავთ დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციებია. კომიტეტი ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვეთქა, აქამდე რაზე შევჯერდით. დღეს შენიშვნები თუ იყო გამოთქმული, იყო ინიცირებულ ვარიანტზე და არა შეჯერებულ ვარიანტზე, რომელიც კომიტეტზე წარვადგინეთ,“- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემაც გააკეთა.

„საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება, რაც წავიკითხე, არის იმ პრინციპზე აგებული, რომ მომხმარებელს უნდა დავეხმარო და ის არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელით დასჯილი. მეორე მთავარი მიმართულება, რაც ამოვიკითხე, არის, რომ პრევენცია, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოწოდება. გადაიკითხონ ჯანდაცვის კომიტეტის ჩატარებული სხდომის შემდეგ საბოლოო შესწორებული ვარიანტი და თუ მეტყვიან, რომ იქ რაიმე განსხვავებული წერია ჩემ მიერ ნახსენებ ორ პრინციპთან მიმართებაში, მზად ვარ, რომ ვისაუბროთ და ვიკამათოთ,“- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები