20 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
მოკლული ახალგაზრდის ცხედარს მაშველები რიონში ეძებენ - პოლიციამ გარდაცვლილის მეგობრები დააკავა

აბაშაში მოკლული ირაკლი კეკელიას ცხედარს დილიდან მაშველები მდინარე რიონში ეძებენ. ახალი წლის ღამეს გაუჩინარებული ირაკლი კეკელიას შესახებ, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი. გუშინ კი ოჯახმა SMS შეტყობინება მიიღო, რომ კეკელია მოკლულია და მისი ცხედარი მდინარე რიონში გადააგდეს.

ოჯახის ინფორმაციით, კეკელია ახალი წლის ღამეს სანადირო თოფიდან გასროლით მისივე მეგობარმა მოკლა, ცხედარი ავტომობილში ჩადო და მდინარე რიონში გადააგდო.

სამართალდამცავებმა მოკლულის 2 მეგობარი დააკავეს. ორივე დაკავებული დანაშაულს აღარებს.

ირაკლი კეკელიას ოჯახმა მკვლელობის მოტივზე არაფერი იცის. თუმცა ბრალდებულის მამა დანაშაულის დეტალებზე კამერის წინ საუბარის არ ერიდება, ის პოლიციამ უკვე დააკავა. გულავერ ტოტოჩია ამტკიცებს, რომ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღვოდა, რა დროსაც გარდაცვლილმა მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ნუგზარ ტოტოჩიამ კი მეგობარს თავში ესროლა.

ნივთმტკიცებად ტოტოჩიას სახლიდან ის იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც ირაკლი კეკელიას ორჯერ ესროლეს.

ავტორი: ემა გოგოხია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები