სუხიშვილების ახალი პროექტი, რომელსაც ანსამბლი განსხვავებულ სივრცეში წარმოადგენს - მხოლოდ ერთი დღით "რესპუბლიკას" სივრცე სპეციალურად ამ შოუსთვის შეიცვლება. ტრადიციულ და თანამედროვე ქართულ ცეკვებს კი სუხიშვილები ახალ მუსიკაზე შეასრულებენ.
ქართული ნაციონალური ბალეტი Young Georgian Lolitaz-თან ერთად პირველ და განსხვავებულ პროექტს ამზადებს.
სუხიშვილების ახალი პროექტის პრემიერა ხვალ საღამოს 09:00 საათზე დაიწყება.