24 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ დაკავებული გიორგი ჭანტურია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შემომწირველი იყო

გიორგი ჭანტურიას ყოფილი სამსახურის უფროსი მიხეილ თათარაძე აცხადებს, რომ ჭანტურიამ, საკუთარი პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ჭანტურია, რუსთავის მერიაში სახელმწიფო აღრიცხვების და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

"გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა მიმდინარე წლის 3 იანვარს, პირადი განცხადებით. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მის წილებთან, მის ბიზნესთან და ასე შემდეგ. ისე ახლოს არ ვიცნობდი გიორგი, რომ მისი ოჯახის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია მქონდეს. პირველად მესმის თქვენგან, რომ დაკავებულია, ასე რომ მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,“ - განაცხადა რუსთავის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსმა მიხეილ თათარაძემ.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ გიორგი ჭანტურია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შემომწირველი იყო. მან პარტიას 24 ათასი ლარი გადაურიცხა.  

გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი ვაზნების უკანონო შენახვისთვის დააკავეს. მისი მშობლების სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა ამოიღეს. 

დღის ამბები