09 ნოემბერი 2024,   17:13
ვრცლად
ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ

ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ. სტიქია სიდნეის მახლობლად მდებარე ეროვნულ პარკში მძვინვარებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა პარკის ვიზიტორებისთვის უკვე გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, რადგან ხანძარი მთავარ მისასვლელ გზას უქმნის საფრთხეს.

მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ ადმინისტრაციამ ნაკრძალი დახურა.

ავსტრალიაში უკვე ერთ კვირაზე მეტია, გაუსაძლისი სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში 40 გრადუსს აჭარბებს. 

დღის ამბები