გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა გიორგი ჭანტურიას ავტომანქანაც გაჩხრიკეს. როგორც ცნობილია, ავტომობილიდან სამართალდამცავებს არცერთი ნივთი არ ამოუღიათ.
გიორგი ჭანტურიას მამის ავტმობილი კი 5 დღეა, პოლიციის დეპარტამენტის ეზოშია გადაყვანილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჭანტურია და მისი და 6 საათამდე პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ. ოჯახის წევრები და ადვოკატი ჭანტურიას ხელახლა დაკავებას არ ელოდებიან.
სამართალდამცავებმა რუსთავსა და თბილისში მდებარე სახლები გაჩხრიკეს.