21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ერდოღანმა სირიის ქალაქ აფრინში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის ქალაქ აფრინში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთი არის მოკავშირე, რომლის ინტერესებიც მხედველობაში უნდა მიიღონ და ითანამშრომლონ.

ოპერაციის მომდევნო ადგილად პრეზიდენტმა მანბიჯის რეგიონი დაასახელა.

სირიელი სამხედროები აფრინში სირიელი ქურთების პოზიციებს უკვე მეორე დღეა, ბომბავენ.

არმიის ცნობით, მათ იერიში მიიტანეს თავშესაფრებზე, რომელთაც სამი ქურთული დაჯგუფების მებრძოლები იყენებდნენ. 

დღის ამბები