21 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
გიორგი ჭანტურიას და მის დას ისევ საგამოძიებო უწყებაში ელოდებიან

ამ წუთებში გიორგი ჭანტურიას და მის დას ისევ საგამოძიებო უწყებაში ელოდებიან. გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მოწილე პოლიციაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

გიორგი ჭანტურია დაკითხვაზე რამდენიმე საათის წინ მისი სახლის კიდევ ერთი ჩხრეკის შემდეგ გამოძახეს.

სამართალდამცველები გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლები თბილისსა და რუსთავში ერთდროულად გაჩხრიკეს. 

გიორგი ჭანტურიას და არ აკონკრეტებს, თუ რა ნივთები ამოიღეს მისი სახლებიდან, რადგან საგამოძიებო უწყების წაქრმომადგებნლებმა ხელწერილი დააწერინეს, რომ არ ისაუბრონ წაღებული ნივთების შესახებ. 

კურიერის ინფორმაციით, სახლებიდან სამართალდამცავებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და გიორგი ჭანტურიას ტანსაცმელი წაიღეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

გიორგი ჭანტურია ერთადერთია, ვინც სამართალდამცველებმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა ის 40-საათიანი პატიმრობის შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე, გაათავისუფლეს.

 

დღის ამბები