21 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
სკანდალი პანკისში - იმამის წარმომადგენლის მტკიცებით, კახეთის გუბერნატორი ხეობაში მცხოვრებ სალაფიტებს განადგურებით დაემუქრა

იმამის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პანკისში უხუცესების, იურისტების და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის სკანდალური დეტალი გაახმაურა.

მისი თქმით, ხეობაში ჩასული კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს დაემუქრა და უთხრა, რომ მადლობა უნდა თქვან ის გამო, რომ მათ ისევე არ კლავენ, როგორც ჩეჩნეთში.

„გუბერნატორმა თქვა ის, რომ პანკისელმა სალაფიტებმა მადლობა უნდა თქვან, რომ ჩვენ მათ ისე არ ვხოცავთ, როგორც კადიროვი ჩეჩნეთშიო. დღეს ვიტყვით ხმამაღლა, რომ დღეს ჩვენი წყალობით არ ფრიალებს აქ კადიროვის დროშები. არასდროს არ ყოფილა პანკისელი ხალხი გარეშე მტრების დასაყრდენი. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ხალხმა და ხელისუფლებამაც, ნუ ხლართავენ აქ რაღაცეებს,“ - განაცხადა იმამის წარმომადგენელმა.  

კახეთის გუბერნატორმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, თუმცა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები