21 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
ვინ მოკლა ივანიშვილთან დაახლოებული გენერალი ქუთათელაძე? - კურიერს ხელში საქმის მასალები ჩაუვარდა

კურიერს მიაწოდეს ის ჩვენებები, რომელიც მოკლული გენერალ სამსონ ქუთათელაძის ბიზნესპარტნიორებმა გამოძიებას მისცეს. ჩვენებებით დგინდება, რომ გენერალ ქუთათელაძეს, რუსთავის ბაზრის გამო, მის ყოფილ მფლობელებთან და ბაზრის მოქმედ დირექტორთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა.

კურიერს სანდო წყარო ძალოვანი უწყებებიდან უყვება, რომ ერთადერთი ვერსია, რომელზეც გამომძიებლები მუშაობენ, წილების გამო დავაა.

რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე, უზიელ ნონი, სამართალდამცველებს უყვება, რომ ჩხუბი ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირებული მხარეები მოვაჭრებს ვერ იყოფდნენ.

ბაზარის მფლობელი, საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, მოკლული სამსონ ქუთათელაძე, უზიელ ნონი და ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე - დავით შათაშვილი, არიან.

თუმცა, ამავე ტერიტორიაზე 160 კვ.მ. მიწას და დახლებს ფლობს ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია. ბაზრის რემონტის შემდეგ მოვაჭრეებმა ჭანტურიას კუთვნილი დახლები დატოვეს და სავაჭროდ ქუთათელაძის კუთვნილ ბაზარში გადავიდნენ. მომხმარებლების გარეშე დარჩენილ ჭანტურიას ურთიერთობა სამსონ ქუთათელაძესთან დაეძაბა, ბოლოს საქმე სკამების სროლამდე მივიდა. 

გენერალ ქუთათელაძის ბიზნესპარტნიორი, უზიელ ნონი, დარწმუნებულია, რომ ეროვნული გვარდიის ყოფილი მფლობელი დაქირავებულმა მკვლელმა იმსხვერპლა.

საქმის მასალებში არსებობს კიდევ ერთი ჩვენება, სადაც ბაზრის დირექტორი, მამუკა ცხოვრებაძე, ყვება, რომ პოლიციის მიერ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ყოფილ პროკურორ გიორგი ჭანტურიას მოკლულ გენერალთან ურთიერობა ახალი წლის წინა დღეებში დაეძაბა, როდესაც ჭანტურია ქუთათელაძეს ეუბნებოდა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მისგან მოითხოვდა ბაზრის ტერიტორიაზე ჭანტურიების კუთვნილი მიწის მიყიდვას.

გიორგი ჭანტურია ამტკიცებს, რომ პოლიცია მასზე ზეწოლის გზით ცდილობდა აღიარებითი ჩვენების მიღებას. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პოლიციას აქვს ჩვენებები, სადაც დასახელებულია კონკრეტული გვარებიც, თუ ვინ სძალავდა ფულს მოკლულ გენერალს, თუმცა ამაზე რეაგირება არ მომხდარა.

კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში წერია, რომ მოკლული გენერალი ყოველთვიურად რუსთავის ბაზრის ყოფილ მფლობელებს ფულს უხდიდა. რუსთავის ბაზრის დირექტორი, მამუკა ცხოვრებაძე, ჩვენებაში ყვება, რომ ყოფილი მეწილეებს ქუთათელაძე ათასობით დოლარს ჩუქნიდა.

დურმიშხან ფარცხალაძემ დაადასტურა, რომ პოლიციამ დაკითხა, თუმცა არ თქვა, რა მიზნით იღებდა ის ყოველთვიურად თანხას ქუთათელაძისგან.

კურიერისთვის სანდრო წყაროს მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში გენერალურ ქუთათელაძეს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის მიერვე დანიშნული ბაზრის დირექტორი ფულს ჰპარავდა და მოვაჭრეებისგანა შეგროვებული თანხა ბოლომდე ბუღალტერიაში არ შედიოდა. ამის გამო, ქუთათელაძესა და ბაზრის დირექტორის შორის, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ჩხუბიც კი მოხდა. 

რუსთავის ბაზარი ერთ-ერთი ბიზნესია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული გენერალი სამსონ ქუთათელაძე ფლობდა. კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ის ერაყში სიგარეტის ბიზნესით იყო დაინტერესებული. თამბაქოს გადატანას უკვე აპირებდა, რად დროსაც ბიზნესპარტნიორებმა იდეა წაართვეს და მის გარეშე მოქმედება დაიწყეს. მაშინ ამ ამბავს დიდი კონფლიქტი მოჰყვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები