21 დეკემბერი 2024,   18:19
ვრცლად
არ ვიზიარებ იმ სრულ პესიმიზმს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არა აქვს - გია ნოდია საპრეზიდენტო არჩევნებზე

„დღევანდელი მონაცემებით, შანსები ძალიან სუსტია,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი, გია ნოდია, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის შანსებს.

გია ნოდიას თქმით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი მნიშვნელობა არა პარტიას, არამედ პიროვნებას ექნება.

„თუ გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ოპოზიციის მხრიდან ისეთი პიროვნება, რომელსაც ექნება ქარიზმა, ნდობა და ამავე დროს, ოპოზიციურმა ძალებმა, რესურსებმა მხარი დაუჭირეს, ის შეიძლება, აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი კანდიდატი. კანდიდატი, რომელიც სირთულეს შეუქმნის ხელისუფლებას,“ - განაცხადა ნოდიამ.

განსახვავებული აქცენტების ეთერში პოლიტოლოგი აცხადებს, რომ არჩევნებამდე 9 თვეა დარჩენილი და მისი თქმით, ახალი ვითარებაა, როდესაც მსგავსი ტიპის არჩევნები ტარდება, რომლის შემდეგაც პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ძალაუფლების პირი არ იქნება.

„მე არ ვიზიარებ იმ სრულ პესიმიზმს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არა აქვს, ან ოპოზიციურ კანდიდატს არ შეიძლება, ჰქონდეს შანსი ამ არჩევნებში. შეიძლება, 9 თვის შემდეგ სხვა ვითარება იყოს,“ - განაცხადა ნოდიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ფიგურებს შორის კახა კალაძეს ამბიცია აქვს, რომ ინდივიდუალურ ფიგურად აღიქვან. თუმცა, გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში კალაძის გუნდი ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს.

დღის ამბები