21 დეკემბერი 2024,   18:19
ვრცლად
გროზნოს მერი ირწმუნება, რომ საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდა

გროზნოს მერი, საქართველოში ვიზიტს ადასტურებს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არაფერს ამბობს. მუსლიმ ხუჩიევი ირწმუნება, რომ საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.

რამზან კადიროვის გარემოცვის წევრმა პირველი კომენტარი "რია ნოვოსტისთან" გააკეთა, რომელიც გროზნოს მერიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ბულვარული პრესა ჩემს საქართველოში ვიზიტსა და საიდუმლო შეხვედრებზე ჯაშუშების შესახებ საუკეთესო ფილმების ჟანრში წერს. სინამდვილეში კი, მე 9 იანვრიდან ოფიციალურ შვებულებაში ვარ და საქართველოში ტურისტული მიზნით ვიმყოფებოდი," - ნათქვამია კომენტარში. 

რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი მედიის წარმომადგენლებს ლეგენდების მაძიებლებად მოიხსენიებს და მოუწოდებს მათ, "დაიოკონ ფანტაზია" და არსებული პრობლემების გაშუქებაზე იმუშაონ.

დღის ამბები