21 დეკემბერი 2024,   18:23
ვრცლად
გარე ვაჭრობის აკრძალვა - ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან, გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან, გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, მერიის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ, რომლის მიხედვით მათ მუნიციპალიტეტმა გარე ვაჭრობა აუკრძალა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯარიმა დააწესა.

უკვე 3 ღამეა, მოვაჭრეები დახლებთან მორიგეობენ და ხელისუფლების წევრებთან შეხვედრას ითხოვენ.

განცხადება ამ საკითხზე გააკეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ.

„სათითაოდ შევხვდებით თითო გარემოვაჭრეს. კიდევ ერთხელ შევისწავლით სად და როგორ შეიძლება მათი განთავსება,“ - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

 

 

დღის ამბები