21 დეკემბერი 2024,   18:19
ვრცლად
პატიმრობა სასამართლოს ეზოში გამოთქმული უკმაყოფილების გამო - პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი ციხეში 14 დღეს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის 8-წლიანი პატიმრობის შეფარდების გაპროტესტების გამო გაატარებს.

დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარეობს ბექა წიქარიშვილის მიერ სასამართლოს შესასვლელი კარის მინის ჩამსხვრევის საქმეზე. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტის იურისტს მიაჩნია, რომ ერთ ქმედებაზე ორი გამოძიება დაუშვებელია.

საქალაქო სასამართლოს ეზოში დაწყებული პროტესტი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება. აქცია გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიგეგმა. მოძრაობების „თეთრი ხმაურის“ და „ტალღის“ წევრები ხვალ ყველა იმ ადამიანს ელოდებიან, ვისთვისაც არსებული ნარკოპოლიტიკა მიუღებელია.

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებენ.

ხვალინდელ აქციამდე საგანგებო განცხადება გაავრცელა მწერალთა ნაწილმა, სადაც ისინი „ბახალასთვის“ გამოტანილ განაჩენს უკანონოდ აფასებენ.

გირგი გიორგანაშვილის მეგობრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიცია სოციალური ქსელით ვრცელდება და მისი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. „ბახალას“ მხარდამჭერები გიორგი მარგველაშვილს მის შეწყალებას სთხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები