21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
პროკურატურის მაღალჩინოსნის ცემის საქმე-პირმა, რომელიც პროკურორის მოადგილეს ფიზიკურად გაუსწორდა, პროკურატურას თავად მიმართა

წყნეთის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. თენგიზ გავაშელი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პროკურატურას თავად დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ სოციალური ქსელიდან გაიგო, რომ მას ეძებენ. როგორც თავად განმარტავს, მან არ იცოდა, რომ  პირი რომელსაც ხელი გაარტყა თბილისის პროკურორის მოადგილეა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თენგიზ გავაშელსა და გიორგი გაბოძეს შორის მას შემდეგ მოხდა რაც საცობში საპირისპიროდ მოძრავმა ორმა მძღოლმა გზა ვერ გაიყო.

ღამით მომხდარი ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა, თავად თბილისის პროკურორის მოადგილემ გადაიღო. დღეს დილით კი მთავარმა პროკურატურამ გამოძიება და იმ პირის ძებნა დაიწყო, ვინც გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირის ძებნა მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ თენგიზ გავაშელი არც არავის ემალებოდა და თავად გაუგზავნა წერილი პროკურატურას.

თენგიზ გავაშელი დაკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

რატომ არ მოხდა, ამ დრომდე პროკურორის ცემის საქმეზე, კონფლიქტში მონაწილე პირის დაკითხვა, პროკურატურა ამ თემაზე განმარტებას არ აკეთებს. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. 

ავტორი: დავით დვალიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები