21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"კარფურში" შეძენილი ქათმის სენდვიჩით 16 ადამიანი მოიწამლა

"კარფურის" ერთ-ერთ ფილიალში ქათმის სენდვიჩით მოწამლული 16 ადამიანიდან 6 კვლავაც ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. პაციენტები ამბობენ, რომ საკვების მიღების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნეს. მათ პირღებინება, სისუსტე, მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ.

ნაწლავთა ინფექციური განყოფილების გამგე თემურ ქველიძე აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა მწვავე იყო.

„დასაწყისი მწვავე იყო. უკვე ნაწლავური ინფექცია იყო. წინასწარი დიაგნოზი ალბათ სალმონელოზია. ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს არის ქათმის სენდვიჩი და 4 პაციენტი ამბობს, რომ „კარფურში“ მიიღო ეს პროდუქტი,“ - განაცხადა თემურ ქველიძემ.

დღის ამბები