11 ოქტომბერი 2024,   22:49
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურა ცდილობს, არ მოხდეს საქმის საფუძვლიანი გამოძიება.

დაცვის მხარე, სწორედ მოწვეული სპეციალისტებით შეეცდება დაადგინოს, რამდენი სხვადასხვა დანით ჰქონდათ მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები სკოლის მოსწავლეებს.

ბრალდებების საპასუხოდ, პროკურატურა მაინც ამტკიცებს, რომ საქმეში მხოლოდ 2 ცივი იარაღი ფიგურირებს და შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენს. ამ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 1 თებერვალს განახლდება.

დღის ამბები