21 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - თავმჯდომარემ სიმშვიდისკენ წევრებს რამდენჯერმე მოუწოდა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, რომელიც სასამართლო სისტემაში გენდერული თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას ითვალისწინებდა. ინიციატივა საბჭოს მამაკაცი წევრების ხმათა უმრავლესობით ჩავარდა.

ინიციატივას მხარს უჭერდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრიც. 25 სააპელაციო და რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელებიდან მხოლოდ სამია ქალი.

„დღეისათვის ჩვენ გვყავს კოლეგის და პალატის თავმჯდომარე 8 მოსამართლე, აქედან არცერთი არ არის ქალი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები მნიშვნელოვანია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო როგორც წესი, დანიშვნისას მართლაც ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობას. პრაქტიკა ასეთია დანერგილი, მაგრამ შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, როგორიც არის თავმჯდომარის თანამდებობა, როგორც სასამართლოში, ასევე კოლეგიასა და პალატაში ქალი მოსამართლეები წარმოდგენილები არ არიან. აუცილებელია, რომ საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჯანეზაშვილმა.

კიდევ ერთ ინიციატივას კი, რომელიც გადაწყვეტილების პროექტის საბჭოს სხდომამდე გასაჯაროებას ეხება, ხმაური მოყვა.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ასევე სიმშვიდისკენ მოუწოდა საბჭოს წევრებს თავმჯდომარემაც. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის განმარტებით კი, ის ვითარება, რომ 28 წევრიდან ქალი არის მხოლოდ 4 არის მიუღებელი პრაქტიკა. 

დღის ამბები