21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას ე.წ. ოცნების ქალაქის პრობლემების მოგვარების გეგმას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას ე.წ. ოცნების ქალაქის პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გეგმას სთავაზობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დასახლებაში შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს გეგმა წარუდგინეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბლაძის განცხადებით, პირველ ზოლში უნდა აშენდეს კორპუსები, სადაც სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები და ეკო მიგანტები იცხოვრებენ, ხოლო მეორე ზოლში უნდა აშენდეს საწარმოები, რომელშიც სოციალური სახლების მკვიდრები დასაქმდებიან.

გია აბულაძის თქმით, მთავრობამ ეს წინადადება უნდა გაითვალისწინოს და კეთილი ნება გამოხატოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს, რომელიც მოეწონა მოსახლეობას, რომელსაც შევხვდით.იმედია, რომ დაიწყება ამის განხილვა და ეს პროექტი მივა ბოლომდე. სხვანაირად ამის გამოსავალი არ არსებობს. ბავშვები ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ შექმნილი და რაც ყველაზე მთავარია, აქ არის უსაფრთხოების პრობლემა მოსახლეობის, ხანძარი, რომ აჩნდეს, შეიძლება გადაიწვას ერთ საათში მთელი დასახლება,“ - განახადა აბულაძემ. 

დღის ამბები