03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
„კონკრეტული აკრძალვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის კანონმდებლობაში არ დევს,” - კონსტანტინე კუბლაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მისი შემცვლელის კანდიდატისთვის გაჟღერებული სავალდებულო კრიტერიუმების შესახებ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, კონკრეტული აკრძალვა, რომ პირი, რომელიც შეიძლება დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს კანონმდებლობაში არ წერია.

„ასეთი აკრძალვა და რაღაც კონკრეტული კრიტერიუმი თავმჯდომარისთვის კანონმდებლობაში არ დევს, რომ არ უნდა იყოს, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან. თუმცა ბუნებრივია, რომ ყოველმხრივ უნდა შემოწმდეს, კონკრეტული ადამიანი მისი პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო რამდენად თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან,” - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

კონსტანტინე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 23 თებერვალს ეწურება. მანამდე პრეზიდენტმა პარლამენტს შერჩეული კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლით აირჩევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები