18 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” თბილისსა და რეგიონებში სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარებას იწყებს  

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამისთვის გამოყოფილი 140 მილიონიანი გრანტიდან, 68 მილიონი ამერიკული დოლარი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება - ამის შესახებ ფონდის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში, ფონდი საქართველოს რეგიონებში 33 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ასევე დაგეგმილია, თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის ახალი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარება და ლაბორატორიების მოწყობა.

"ეს მოიცავს, როგორც საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და აღჭურვას საქართველოს რეგიონებში, ასევე პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამის აღჭურვას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამების განხორიცელებისთვის საჭირო აუდიტორიების, ლაბორატორიებისა და ახალი კორპუსის მშენებლობასა და აღჭურვას“ -განაცხადა ფონდ ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

დღის ამბები