20 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება რამდენიმე საათის წინ გულ-მკერდის არეში დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა. გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება. სასწრაფო ოპერაცია მას უკვე ჩაუტარდა, ექიმების შეფასებით პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაცია მოგეხსენებათ ჩატარდა ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო. იყო გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობა და შესაბამისი სირთულის ოეპრაცია ჩატარდა. ამჟამად სტაბილურია,“ - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

დღის ამბები