20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"სამართლიანობა ჩრდილოეთ კორეის სასამართლოებში უფრო მეტია, ვიდრე აცილების პროცედურაში" - ანა დოლიძე

გასაუბრების მორიგი ეტაპი იუსტიციის საბჭოში ისევ ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა ანა დოლიძის აცილება ისევ მოითხოვეს. საბჭოს წევრი მოსამართლეების განცხადებით, აცილების მიზეზი ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებებია.

დოლიძე კი ამბობს, რომ მისი აქტიურობის გამო იუსტიციის საბჭოს წევრებმა მის წინააღმდეგ ერთგვარი კამპანია წამოიწყეს. დოლიძე აპირებს, სარჩელით საერთო სასამართლოს მიმართოს.


"შვიდჯერ აცილება, ყველა დახურულ სხდომაზე, რომ გარეშე პირებს და სამოქალაქო სექტორს არ ჰქონოდათ შესაძლებლობა აცილებაზე დასწრების, ერთი და იგივე ხმათა რაოდენობით, ეს არის ის კამპანია, რომელიც საბჭოს წევრებმა წამოიწყეს ჩემი აქტიურობის საპასუხოდ.
მე ვაპირებს ამ აცილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოში, იმიტომ რომ სამართლიანობა ჩრდილოეთ კორეის სასამართლოებში უფრო მეტია, ვიდრე აცილების პროცედურაში“-აცხადებს ანა დოლიძე.

 

 

დღის ამბები