18 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ჯიმ ქერის დემარში facebook-ს -  ჰოლივუდის ვარსკვლავი მარკ ცუკემბერგის სოციალურ ქსელს ბოიკოტს უცხადებს 

ჯიმ ქერის დემარში facebook-ს - ჰოლივუდის ვარსკვლავი მარკ ცუკემბერგის სოციალურ ქსელს ბოიკოტს უცხადებს და ამის მიზეზად 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ასახელებს. ამგვარად, ჯიმ ქერი კონგრესში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთმა ამერიკის საარჩევნო პროცესზე გავლენის მოსახდენად facebook გამოიყენა, სადაც მიზანმიმართულად დეზინფორმაციას ავრცელებდა.

თავდაპირველად, ბრალდებები მარკ ცუკერბერგმა უარყო, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ბოდიში მოიხადა. facebook-ის ხელმძღვანელობაში აღიარეს, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებულმა პოლიტიკურმა რეკლამამ 126 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი დააზარალა.

პროტესტის ნიშნად ჯიმ ქერიმ facebook-ში ანგარიში გააუქმა, კომპანიის აქციები გაყიდა და ამერიკელ ინვესტორებს ანალოგიური ზომებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები