03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
უმრავლესობის დეპუტატმა პარლამენტის დაცვის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა

უმრავლესობის დეპუტატმა მერაბ კაჭახიძემ დღეს პარლამენტის  დაცვის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მერაბ კაჭახიძემ შემოწმების გარეშე მოინდომა შესასვლელის გავლა, სადაც პარლამენტის და სახელმწიფო დაცვის შინაგანაწესის მოთხოვნით, შემოწმება აუცილებელია და დეპუტატები არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ.

კაჭახიძემ კი დაცვის თანამშრომელს საშუალება არ მისცა, შეემოწმებინა და ეუბნეობდა, რომ ის დეპუტატია და შემოწმების გამო არ უნდა აჩერებდნენ. ეუბნეოდა, მაგვიანდება და ჩემთვის გამონაკლისი დაუშვიო.  

მას შემდეგ კი, რაც დაცვამ უთხრა, რომ წესს ვერ დაარღვევდა, გაბრაზდა და ყვირილი დაუწყო. "უზრდელს" და სხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდა. 

პარლამენტის შესასვლელში დეპუტატის ჩხუბი იქამდე გარძელდა, ვიდრე მისი მეგობარი დეპუტატები არ ჩაერივნენ.

მერაბ კაჭახიძე უმრავლესობის წევრი და  ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა. 

დღის ამბები