26 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
პრემიერის დეკლარაცია - ოპოზიცია ფულის გათეთრებაზე საუბრობს 

,,ნაციონალური მოძრაობა“ ჩინოვნიკებს ქონებრივ დეკლარაციებში არსებულ აბსურდულ შეუსაბამობაზე მიუთითებს და დოკუმენტების შესწავლას აუდიტის სამსახურისგან ითხოვს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დეკლარაციაში ასახული შეუსაბამო ციფრები, სავარაუდოდ, ,,შავი ფულის“ გათეთრებაზე მიუთითებს.

ხაბეიშვილს მაგალითად პრემიერ მინისტრის დეკლარაცია მოჰყავს, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილს გასულ წელს მამამ 50 000 დოლარი აჩუქა, ხოლო პრემიერს 200 ათას ლარზე მეტი კრედიტი აქვს დაფარული, როცა მისი ოჯახის შემოსავალი 80 ათას ლარზე ცოტა მეტია.

,,მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურმა დაადგინოს, საიდან მოიტანა კვირიკაშვილის მამამ 120 ათას ლარი მაშინ, როდესაც თავად პრემიერის შემოსავალი წლიდან წლამდე არის 51 000 ლარი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ  2016 წელს პრემიერმა გადაიხადა ბანკის ვალდებულება 200 000 ლარზე მეტი, როდესაც  მის ოჯახს მთლიანად შემოსავალი ჰქონდა 83 ათასი ლარი,“-ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის ინფორმაციით,  პრემიერის მამა, ჯემალ კვირიკაშვილი არსად მუშაობს, შემოსავალი არ აქვს და არც ბიზნესს ფლობს, შესაბამისად გაუგებარია როგორ შეძლო მან სოლიდური თანხის ჩუქება. 

,,სამი წელი უნდა იყოს პრემიერ მინისტრი, რომ ეს თანხა მიიღოს, რაც დეკლარაციებში ჩანს მიუთითებს იმას, რომ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან“-აცხადებს ხაბეიშვილი.

დღის ამბები