28 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
ქვეყანა დიქტატურის ზღვარზეა - უკრაინული ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

ქვეყანა დიქტატურის ზღვარზეა - უკრაინული ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც 9 ოპოზიციური პატრიისა და მოძრაობის წარმომადგენლები აწერენ ხელს, ნათქვამია რომ სააკაშვილის ქვეყნიდან დეპორტაცია არაკონსტიტუციურია.

"ხელისუფლებამ პოლიტიკური ანგარიშწორება ჩაიდინა, დაარღვია ადამიანის უფლებები და უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა" - წერია განცხადებაში.

პოლიტიკური ძალები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების უზრუნველყოფას და მისთვის სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვისთვის საშუალების მიცემას ითხოვენ.

დღის ამბები