26 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
მკვლელობა თემქაზე - სამართალდამცველებმა 20 წლის გოგოს მეგობარი ბიჭი დააკავეს 

სამართალდამცავებმა თემქაზე მოკლული 20 წლის გოგოს მეგობარი ბიჭი დააკავეს. 

ანა ნაცვლიშვილის შეყვარებული პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

შსს-ის ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა 20 წლის ანა ნაცვლიშვილს და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს და ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები