18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე - გიორგი გაბუნია და თამთა მურადაშვილი გვიან ღამით კიდევე რთხელ გამოკითხეს

დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები. მათ შორის იყო არხის იურისტი თამთა მურადაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ყველაზე მძიმე რაც იყო აქ, ფაქტობრივად ნახევარი საათი დატყვევებული ვიყავი, ვერ გადავადგილდებოდი და გამოკეტილი ვიყავი მანქანაში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე აღიძრას საქმე,"-აცხადებს თამთა მურადაშვილი. 

ორი დღის წინ ტელეკომპანიასთან მომხდარ ინცინდეტთან დაკავშირებით "რუსთავი 2-ის" თანამშრომლები - მათ შორის გიორგი გაბუნია გუშინ მთელი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ.

"სრულად მივაწოდე ინფორმაცია მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.  ვნახოთ როგორ გაგრძელდება გამოძიება,"-აცხადებს გიორგი გაბუნია. 

 

დღის ამბები