17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
თბილისის "დინამოს" 19 წლამდე გუნდმა "ბოხუმი" დაამარცხა

გუშინ გერმანიის ქალაქ დორტმუნდში რურის თასი 2015 - ის მეორე სათამაშო დღე გაიმართა.

თბილისის დინამოს 19-წლამდე გუნდის მეტოქეები ბრაზილიური ინტერნასიონალი და გერმანულ ბოხუმი იყვნენ. 

თბილისელებმა ბოხუმთან ზარიას და მიქელთაძის გოლებით 2:1 გაიმარჯვეს, ხოლო ინტერნასიონალთან 0:2 დამარცხდნენ და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. 

დღეს, თბილისის დროით 17:40 საათზე, ახალგაზრდა დინამოელები ლისაბონის ბენფიკას მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდებიან.

 

 

 

ფოტოები თბილისის დინამოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

დღის ამბები