17 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
თბილისი 2015 - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მერვე პოზიციის მფლობელი გახდა.

გარი თურქიას მიერ მომზადებული გუნდი მეშვიდე ადგილისთვის მატჩში შვეიცარიელებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 16:33 დამარცხდა.

შეხვედრა აქტიურად ქართველმა ხელბურთელებმა დაიწყეს. ამის მიუხედავად ტაიმი მაინც დათმეს - 11:19.

მეორე ნახევარში შვეიცარიელების უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილისთვის მატჩი საშა შონჰოლცერის გუნდმა 17 ქულიანი სხვაობით, 33:16 მოიგო.

ქართველებიდან 5 გატანილი გოლით გიგა ზარნაძე გამოირჩეოდა.

 

დღის ამბები