17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისი2015 დადებითად შეაფასა

სასტუმრო Holiday inn-ში თბილისის საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემაჯამებელი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

მას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი, თბილისი2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსი ახვლედიანი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მისიის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ლიბა, ესწრებიან.

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ქართველი და საქართველოში ამ მასშტაბის ღონისძიება ჩატარდა. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ თბილისი2015-მა ევროპის ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში დაამკვიდრა ახალი სტანდარტი,“ - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

„როგორ შეიძლება ფესტივალი უარყოფითად შეფასდეს, როდესაც მისი ჩატარებისთვის 7 ახალი არენა აშენდა. გაკეთდა ოლიმპიური სოფელი. ეს უკვე განსხვავებული მესიჯია ფესტივალის ჩატარების ყველა მსურველი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ჯოსეფ ლიბამ.

თბილისი2015-ში მონაწილეობა 50 ქვეყნის 3800 სპორტსმენმა მიიღო.

 

 
დღის ამბები