ამ წუთებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოლიმპირ სოფელში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, თბილისი2015-ის, დახურვის ცერემონია მიმდინარეობს.
უკვე შედგა მონაწილე ქვეყნების მსვლელობა. შესრულდა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ეროვნული ჰიმნი.
საღამო მასშტაბური ფოიერვერკით დასრულდება.
თბილისი ოლიმპიურ დროშას მომავალ მასპინძელს - უნგრეთის ქალაქ დიორს, გადასცემს.