ვალენსიასა და პორტუს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პორტუმ 5:4 გაიმარჯვა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა პორტუს მეკარე იკერ კასილიასმა, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან და თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტიც მოიგერია.
კასილიასი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.