უეფა-ს პრეზიდენტი, მიშელ პლატინი თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანს იდეას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჩემპიონატზე 32-ის ნაცვლად 40 გუნდი ითამაშებს.
ამის შესახებ პლატინი, რომელმაც უკვე წარადგინა თავისი კანდიდატურა ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დაწვრილებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს (27 აგვისტო) ისაუბრებს.
უეფა-ს პრეზიდენტი აპირებს შემოიღოს თეთრი ბარათი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ფეხბურთელს მოედნის დატოვება 10 წუთით მოუწევს.