17 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
რუსეთში ფეხბურთელები მსაჯს თავს დაესხნენ

ვითარება რუსეთის პსკოვის ოლქში გამართული შეხვედრის დროს იმდენად დაიძაბა, რომ მსაჯი იძულებული გახდა თავის დასაცავად ელექტროშოკერი გამოეყენებინა.

ერთმანეთს ორი ადგილობრივი კლუბი შელონი და ჩაიკა ხვდებოდნენ. მატჩის ანგარიში 2:2 იყო, როდესაც არბიტრის სადავო გადაწყვეტილებების გამო ჩხუბი დაიწყო.

მსაჯი ცდიობდა თავი დაეცვა. მიუხედავად ამისა, კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ ხვდება მას თავში ერთ-ერთი ფეხბურთელის მიერ მოქნეული ფეხი.

„მასპინძელმა გუნდმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ნორმები. მიუხედავად იმისა, რომ ამას რეგლამენტი მოითხოვს მატჩს არ ესწრებოდა პოლიცია. სავარაუდოთ, ორივე კლუბს რანგით უფრო დაბალ დივიზიონში გადაიყვანენ“, - განაცხადა პსკივის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ალექსეი სევასტიანოვმა.

დაზარალებული მსაჯის მდგომარეობა დამაკმაყოფილია. თუმცა, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

დღის ამბები