დინამო არენაზე უეფას სუპერთასისთვის მზადება სრულდება.
უეფას სპეციალური ჯგუფის მიერ ხდება სტადიონის სუპერთასისთვის ბრენდირება. მონტაჟდება ხმისა და განათების დამატებითი გამაძლიერებლები. მოეწყო პრესლოჟა და საკომენტატორო არენა.
დინამოარენაზე სრულად შეიცვალა მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამები.
უეფას სუპერთასისათვის 11 აგვისტოს თბილისში, ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.