ინგლისის სუპერთასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ჟოზე მაურინიომ და არსენ ვენგერმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს, რასაც ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ინგლისურმა პრესამ ამ ორი მწვრთნელის ურთიერთობა, XX საუკუნის შუა რიცხვებში, საბჭოთა კავშირის ლიდერობითვის მებრძოლ იოსებ სტალინისა და ლევ ტროცკის შეადარა.
სუპერთასის შეხვედრა არსენალის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვენგერმა მაურინიოს გაწვრთნილი გუნდი პირველად დაამარცხა, ფრანგ მწვრთნელს ამისთვის 14 მცდელობა დასჭირდა.