მადრიდის ატლეტიკოს თავდასხმალმა აღიარა, რომ მშობლიურ კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის მოგება, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანია.
„ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ჯილდოები, რომელთა მოპოვებაც ძალიან მინდა. სამწუხაროდ, ესპანეთის ჩემპიონი არასოდეს ვყოფილვარ. სიცოცხლეს დავთმობდი და ყველაფერს რაც გამაჩნია ატლეტიკოსთან ერთად პრიმერა დივიზიონში გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ფერნანდო ტორესმა.
31 წლის თავდასხმელის თქმით, ის უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ რამდენიმე წელი შეძლებს და სწორედ ამ დროის განმავლობაში შეეცდება მიაღწიოს მიზანს.