დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ შესაძლოა როდესმე იურგენ კლოპი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი გახდეს.
ჰანს-იოახიმ ვაცკეს თქმით, თუ მართალაც ასე მოხდა ბორუსიას ყოფილი მწვრთნელის მუშაობა მიუნჰენურ კლუბში ძალიან წარმატებული იქნება.
„კლოპი ნებისმიერი ტოპ კლუბისთვის მთავარი მწვრთნელობის საუკეთესო კანდიდატია. დარწმუნებული ვარ, ბაიერნი და იურგენი 100 პროცენტიან წარმატებას ნიშნავს“, - განაცხადა ვაცკემ.
კლოპმა გასული სეზონის მერე ბორუსიას ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე, გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და 1 წლიანი პაუზა აიღო.
ბაიერნში კი ამჟამად პეპ გვარდიოლა მუშაობს, რომლის მოქმედი ხელშეკრულებაც 1 წელიწადში იწურება.
წყარო: RheinischenPost